რატომ არ უხდის კერძო კომპანია დასაქმებულებს ფულს, მაშინ, როცა თავად იღებს დაფინანსებას ბიუჯეტიდან? ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელ მაგისტრალზე სამუშაოები შეჩერებულია, მუშებს კუთვნილ ანაზღაურებას აგვისტოს შემდეგ არ აძლევენ. კერძო კომპანია დავალიანებას არ აღიარებს და სამუშაოების შეჩერებას ტექნიკური მიზეზებით ხსნის. ამასობაში გაკეთებული გზის მონაკვეთიც ფუჭდება.
