მონობა 21-ე საუკუნეში - ასე აფასებენ უფლებადაცველები ვითარებას, რომელშიც ქსელურ მარკეტებში მომუშავე ადამიანები არიან. რადიო თავისუფლების გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტი თვეების განმავლობაში თავად მუშაობდა კონსულტანტად - თავი მოუყარა უმძიმეს ფაქტებს. ზეგანაკვეთური შრომა, მინიმალური ანაზღაურება, დამამცირებელი პირობები - ჟურნალისტური გამოძიებით ჩანს, რომ შრომითი უფლებების კუთხით განსაკუთრებით მწვავე ვითარება ორ ნაბიჯშია. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეა, - ბოლო დეკლარაციით, მხოლოდ ბექაურის მოგება ორი ნაბიჯიდან 14 მილიონს აღწევს.
შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლები
06 ნოე 202320:41
3 წუთის საკითხავი