logo
ENG



შრომის ინსპექცია გარემოვაჭრეებს სთავაზობს, ყვავილები ონლაინ გაყიდონ

30 ნოე 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/30/8v0e7j0n7hjyjix.jpg

შრომის ინსპექცია გარემოვაჭრეებს სთავაზობს, ყვავილები ონლაინ გაყიდონ. 

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ თქვა, რომ მთავრობის დადგენილებით, ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული.

"მათ შეუძლიათ, დისტანციურად განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა. ეს არ არის აკრძალული, თუმცა, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აკრძალული". - ამბობს ფერაძე.

გარემოვაჭრეები, რომლებიც ყვავილებს ყიდიან, ამბობენ, რომ არ დაემორჩილებიან შეზღუდვებს და მუშობას გააგრძელებენ, ვინაიდან ეს მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. 


close დახურვა