შრომის ინსპექციის ცნობით, ბათუმში დააჯარიმეს რესტორანი, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი.
უწყება აცხადებს, რომ კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა.
"ვინაიდან ეს აკრძალულია საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით, შ.პ.ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით". - აცხადებს შრომის ინსპექცია.
საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კაფე რესტორნებს მუშაობა აკრძალული აქვთ. უცნობია, როდის მიეცემათ მათ ამის უფლება. რესტორატორები ასობთ ათას დაკარგულ სამუშო ადგილზე ლაპარაკობენ.