logo
ENG



შს მინისტრის თქმით, თანამშრომელთა დანაშაულზე ხელმძღვანელი პასუხს არ აგებს

26 ოქტ 201901:16
3 წუთის საკითხავი
 
0v340u7jo9pkuyx.png

შინაგან საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ თანამშრომელთა დანაშაულზე ხელმძღვანელი პასუხს არ აგებს. გომელაურისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დატოვონ თანამდებობები მუმლაძის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების უშუალო ხელმძღვანელებმა. მინისტრი ამბობს, რომ გადადგომას არც თავად აპირებს.

„არ არიან გათავისუფლებულები და რატომ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები, მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და გადავდგე უნდა?! მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყოველ გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება ყოველთვე მოუწიოს მინისტრს ცვლა, ეს ნორმალური იქნება?!“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა რუსთავში გამორიყა. მას ოჯახი 6 დღის განმავლობაში ეძებდა. მუმლაძეს სხეულზე 30-მდე ჭრილობა ჰქონდა. საქმეზე 5 პირია დაკავებული. მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი პოლიციელია. სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

 


close დახურვა