შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილეების ჩანაცვლებას გეგმავს. როგორც "შაბათის ფორმულასთვის" გახდა ცნობილი, იოსებ ჭელიძის ნაცვლად გომელაური თავისი მოდგილის თანამდებობას ბევრი გახმაურებული საქმის მთავარ ფიგურანტს, ზვიად ხარაზიშვილს აბარებს. ხარაზიშვილის ბოლო სკანდალური ამბავი კურნალისტ აფგან მუხთარლისთანაა დაკავშირებული, რომელიც საქართველოდან გაიტაცეს და აზერბაიჯანელ სამართალდამცველებს გადასცეს. ზვიად ხარაზიშვილი დღეს „შავნაბადას“ სპეცრაზმის ხელმძღვანელია.
"აფგან მუხთარლი ხშირად ამბობდა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე, რომ ის საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გაიტაცეს. მე ეს ფოტო ლეილას გადავეცი და როგორც მაქვს ინფორმაცია, მუხთარლიმ ამის საშუალებით ამოიცნო ის პირი, რომელის მის დაკავებას ხელმძღვანელობდა", - აღნიშნავს ელისო კილაძე.
უფლედამცველები ხარაზიშვილის დაწინაურებას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ეს პიროვნება ე.წ. ზონდერ-ჯგუფის წევრია.
"ამ პიროვნებას მაშინაც მაღალი თანამდებობა ეკავა და ე.წ. ზონდერ-ჯგუფში შედიოდა, რომელიც ხალხს არბევდა, სცემდა. სამწუხაროდ, ეს ადამაინი ისევ თანამდებობაზეა და ჩემი ინფორმაციით, მის დაწინაურებასაც აპირებენ", - განმარტავს ალექსანდრე კობაიძე.
ოპოზიციაში კი 20 ივნისის მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ სწორედ ხარაზიშვილი მეთაურობდა სპეცრაზმს, რომელმაც მშვიდობიანი აქცია დაარბია.
"ხარაზიშვილი ჩვენ ზუსტად ერთი წლის წინ ვნახეთ რუსთაველზე. წინა ხაზი იყო ახალწვეულები, შემდეგ პოლიცია და ხარაზიშვილის მიერ დაკოპლექტებული შავნაბადას სპერაზმი იდგა ზემოთ", - განმარტავს გივი თარგამაძე.