შსს-ის შენობასთან რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ისინი უწყების შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ რამდენიმე საათით ადრე დაკავებული ვანო მაღალაშვილი აქ გადაიყვანეს.
ერთ-ერთმა პოლიციელმა ფორმულას ჟურნალისტს უთხრა, რომ ისინი არ დაემორჩილდნენ სამართალდამცველების მოთხოვნას, გაეთავისუფლებინათ სამანქანო გზის ნაწილი, ამიტომ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
თუმცა, დაკავებულები ტროტუარზე იდგნენ და მანქანების მოძრაობას ხელს არ უშლიდნენ.
დაკავებულებს შორის არიან ლაშა ხუსკივაძე, ასევე კახა კვეკვესკირი.
დღეს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე ოპოზიციის მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. პარლამენტის შენობასთან კვლავ აღიმართა რკინის ჯებირები, ასევე, შსს-მ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ დაუშვებელია შენობების პიკეტირება და რომ თუ მსგავსი რამ მოხდება, უწყება შესაბამის ზომებს მიიღებს.