logo
ENG



შსს-ის ცნობით, თბილისის აეროპორტში დააკავეს პირი, ვინც ბრაზილიიდან 3 კგ-მდე კოკაინი შემოიტანა

22 ივლ 202211:33
3 წუთის საკითხავი
 
კადრი: შსს

შსს-ის ცნობით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე თბილისის აეროპორტში უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, მის სამგზავრო ჩანთიდან 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "კოკაინი" ამოიღეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონოდ შემოტანა ედება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ს.კ.-მ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან თვითმფრინავით ჩამოიტანა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა” - წერია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციის ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან თავისუფლების უვადოდ აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა