შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კომპანია ZAG-ის 5 თანამშრომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა დაასრულეს, ამოღებულია რამდენიმე ლეპტოპი. კომპანიის უფლებადამცველისთვის უცნობია რას ეძებენ უწყების წარმომადგენლები.
პოლიციელების მოულოდნელ გამოჩენას კომპანიის თანამშრომლები ბაჩანა ლობჟანიძის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირებენ, რომელიც საზოგადოებას თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულის სტატუსით გაეცნო და რომელიც, მეორე დღეა, ZAG-ის საეჭვო საქმიანობაზე ლაპარაკობს. კომპანიის ხელმძღვანელის, თამარ კობერიძის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა ორი პირადი კომპიუტერი წაიღეს.