ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული 2 სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება”, - აცხადებენ შსს-ში.
გუშინ, სოფელ მუშევანში დაპირისპირება მაშინ მოხდა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის, როდესაც ადგილზე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ჯგუფი მივიდა.