logo
ENG



შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ბათუმში ერთ-ერთ სახლში შეიჭრა და 51 წლის კაცს დაზიანებები მიაყენა

25 ოქტ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 
0i0rz2fcdvlac2d.png

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დღეს გამთენიისას ბათუმში ხიმშიაშვილების სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა და ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

უწყების განცხადებით, საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. გამოძიება შს სამინისტრომ სისხლის სამართლის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

ყაჩაღობის მსხვერპლის, 51 წლის კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, მას ორივე თვალ-ბუდის არეში ესკორაციები და მოტეხილობები აღენიშნება. როგორც ექიმი ამბობს, დაზარალებულს ამ ეტაპზე სიმპტომური მკურნალობა უტარდება.

კაცი მაშინ დაშავდა, როცა ბათუმში, მისი სახლის პირველი სართულის ფანჯრიდან უცნობი ადამიანი შეიპარა და სეიფის გატეხვა სცადა. 51 წლის კაცმა მძარცველისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სწორედ ამ დროს დაშავდა. 


close დახურვა