logo
ENG



შსს-მ ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი კაცი დააკავა

08 მაი 202216:06
3 წუთის საკითხავი
 
შსს-მ ზუგდიდში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი კაცი დააკავა

შსს-მ 7 მაისს ზუგდიდში სპეცოპერაციის ფარგლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანის ბრალდებით ორი კაცი დააკავა.

ფორმულას ინფორმაციით, პოლიციამ ბრალდებულები მაშინ დააკავა, როდესაც სარფიდან ზუგდიდში მიდიოდნენ. მანქანიდან დაახლოებით 3 500 აბი სუბოტექსი და დიდი ოდენობით კანაფი ამოიღეს.

ფორმულას ცნობით, სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს ბრალდებულთა საცხოვრებელი სახლებიც, საიდანაც ასევე სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, ორივე მათგანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს

ერთ-ერთი ბრალდებულის, დ.კ-სადმი საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის 6 ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს და 262 მუხლის 4 ნაწილით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

მეორე ბრალდებულს კ.თ-ს კი სასამართლო 260 მუხლის 3 ნაწილის (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას), 273 მუხლის 4 ნაწილისა (დიდი ოდენობით მცენარე კანაფის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა) და 236 მუხლის 3 ნაწილს დარღვევას ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს. კ.თ ბრალს აღიარებს.


close დახურვა