თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის შსს-მ სამტრედიის საკრებულოს ენმ-ის წევრი, მამუკა ბიბილეიშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.
ბიბილეიშვილის თქმით, ის სახლიდან სიმპტომების გამოვლენიდან მე-13, ხოლო კორონავირუსის დადასტურებიდან მე-9 დღეს გამოვიდა, როცა უკვე სიმპტომები აღარ ჰქონდა, ამასთან, საავადმყოფოში ცოლი მიჰყავდა.
ბიბილეიშვილი ამბობს, რომ სუს-ი მას ფარულად უსმენს.
"სპეცოპერაცია მომიწყვეს. დამხვდნენ და თითქოს დავარღვიე კანონი, რეგულაციის წესები. მომაკვდავ ადამიანს როცა დამჭირდა, 5 საათი არ მოვიდა ჩემთან სასწრაფო დახმარების მანქანა და ახლა ქუთაისიდან ჩამოიყვანეს, თითქოს მე უნდა გადავეყვანე კოვიდ სასტუმროში, რაზეც უარი ვთქვი. დამაჯარიმეს, რასაც გავასაჩივრებ. ამ ჯარიმას არ გადავიხდი". - ამბობს ბიბილეიშვილი.
შსს ამტკიცებს, რომ მამუკა ბიბილეიშვილი კოვიდინფიცირებულია და სწორედ ამიტომ დაჯარიმდა.