logo
ENG



შსს-მ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და ქურდობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

13 სექ 202011:58
3 წუთის საკითხავი
 
შსს-მ კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისა და ქურდობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უზბეკეთის მოქალაქე 1994 წელს დაბადებული ვ.შ, თბილისში დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის არსებულ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის, კერძოდ აჭარაბეთის ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც მოახერხა თანხის განაღდება.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თვაისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.

 


close დახურვა