logo
ENG



შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

04 ოქტ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 
pcmpb0d33o0a1b5.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გ.გ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის რეისით ჩამოფრინდა.

პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსის" 34 აბი, ასევე, ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი" და ფსიქოტროპული პრეპარატი "ლირიკა" ამოიღო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა