logo
ENG



შსს-მ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი დააკავა

08 ოქტ 201912:24
3 წუთის საკითხავი
 
pbnthd2vjoj4sua.jpg

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტზე, პოლიციის თანამშრომელი ჰ.მ დააკავა.

მომხდარზე გამოძიება, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულს ბრალი 7 ოქტომბერს წარუდგინა, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი მას აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 


close დახურვა