შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათში ქვეყნის მაშტაბით საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტს საათით დაწესებული შეზღუდვების დარღვევის გამო 421 ახალი ფაქტი გამოვლინდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიციამ 180 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 72 მოქალაქე დააჯარიმეს, ერთი ფიზიკური პირი კი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდებს.