logo
ENG



შსს-მ უპირბადოდ სიარულისთვის 565 ადამიანი დააჯარიმა, კომენდანტის საათის დარღვევისთვის - 103

09 იან 202111:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/a6y71s4xx9a7e9p.png

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში უპირბადოდ სიარულისთვის 565 ადამიანი დააჯარიმა. 

კომენდანტის საათის დარღვევისთვის - 103. 

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან არსებული შეზღუდვები. 

კორონავირუსის პრევენციის საბაბით, მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. 

კარანტინი 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქმედებს. 


close დახურვა