logo
ENG



შსს-მ ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის ორი ადამიანი დააკავა

07 სექ 202311:29
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში, კერძოდ ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა.

კერძოდ, ერთ-ერთი დაკავებული არის ქობულეთში არსებული "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" თანამშრომელი, რომელიც რეალიზაციის მიზნით ეუფლებოდა 860 ბენეფიციარისთვის განკუთვნილ ნარკოტიკს, რომელსაც შემდგომ მომხმარებელზე ასაღებდა.

"ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ე.ბ., ხოლო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, წარსულში ნასამართლევი 1971 წელს დაბადებული ჯ.ბ. დააკავეს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებულების სახლებში ჩაატარა ჩხრეკა, საიდანაც ნივთმტკიცებულების სახით 22 ცალი 10 მილიგრამიანი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც ნარკოტიკული საშუალება ,,მეტადონი" იყო მოთავსებული.

პოლიციამ, ჩხრეკის ღონისძიების ჩატარების შემდეგ, "შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" დალუქა.

შსს-მ გამოძიება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით დაიწყო, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა