შსს-მ წეროვანში 3 ადამიანის დაჭრისთვის ერთი კაცი დააკავა - 1985 წელს დაბადებული გ.მ-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს.
სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.