logo
ENG



შსს-მ ჭიათურაში, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა

19 სექ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 
93k4dzw5v7ff77m.jpg

შსს-ს თანამშრომლებმა ჭიათურაში 1969 წელს დაბადებული და წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ზ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება ედება, რომელსაც ის სისტემატურად ყიდდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან ნარკოტიკები რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდეს და ეს პროცესი ფარულად ჩაიწერეს.

პოლიციამ ზ.გ.-ს მიერ საკონტროლო შესყიდვების დროს გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშალება "სუბოქსინის" 2 აბი, ამავე ნარკოტიკის 2 აბის ნატეხები და ფხვნილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაული 6-11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა