logo
ENG



შსს-მ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 ადამიანი დააკავა

07 დეკ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/07/3yu4c9f181vxi06.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. დაკავებული არიან: 1995 წელს დაბადებული ი.ქ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1997 წელს დაბადებული ს.კ.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდნენ.

რუსთაველის გამზირზე აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარე გამოძიების შესახებ.

გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის დაკავებულია 28 პირი.


close დახურვა