logo
ENG



შსს-მ ჯუგაანში 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავა

30 იან 202215:15
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიღნაღის სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით 1979 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ.მ. დააკავა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფ. ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ლ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა