logo
ENG



შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

20 სექ 202015:42
3 წუთის საკითხავი
 
rvksqdtwy028pxz.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 11 შემთხვევიდან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, 1 ბათუმის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში.

ასევე აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს. კორონავირუსის 2 შემთხვევა კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამოვლინდა, აქედან 1 ბათუმში, მეორე კი რუსთავში.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მათ PCR ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. შენობებს კი, სადაც ისინი იმყოფებოდნენ ჩაუტარდა დეზინფექცია.

რაც შეეხება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათი მდგომარეობა სტაბილურია.


close დახურვა