logo
ENG



შსს: 14 წლის წინ ბათუმში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირები დავაკავეთ

11 თებ 202109:36
3 წუთის საკითხავი
 
შსს: 14 წლის წინ ბათუმში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირები დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წელს ბათუმში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის პირველ იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე დაკავებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთერთი ძმა მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს მათ დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით. ისინი ბათუმში დააკავეს. 


close დახურვა