logo
ENG



შსს: 30 წლის კაცმა სტუმრად მყოფი 10 წლის ბავშვი გააუპატიურა, ძალადობდა ცოლსა და შვილებზე

21 თებ 202112:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/houmbpv2r6n2g3l.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაგოდეხში დააკავეს 1990 წელს დაბადებული კაცი, რომელმაც სტუმრად მყოფი 10 წლის ბავშვი გააუპატიურა. 

ასევე, ბრალდებული  არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და დანით სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა. 

შსს-ის ცნობით, გ.ი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში ძალადობის და არასრულწლოვნის გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. 

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს


close დახურვა