logo
ENG



შსს: ადამიანი, რომლის ცხედარიც დადიანის ქუჩაზე, კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლულია

06 ოქტ 202317:09
3 წუთის საკითხავი
 
შსს: ადამიანი, რომლის ცხედარიც დადიანის ქუჩაზე, კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანი, რომლის ცხედარიც გუშინ თბილისში, დადიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იპოვეს, მოკლული იყო.

ერძოდ, უწყების ცნობით, ბრალდებულმა მას 2 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა.

მომხდარზე შსს-მ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა