შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ 5 ივლისის საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ზურაბ მახარაძესა და მღვდელ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალდება წარუდგინონ. დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ომბუდსმენის მიმართვა აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით, "მხოლოდ საჯარო ჩანაწერებს და განცხადებებს ეყრდნობა".
შსს: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება მახარაძისა და ცქიფურიშვილისთვის ბრალის წარსადგენად
06 სექ 202120:14
3 წუთის საკითხავი