logo
ENG



შსს: არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობაში ბრალდებულზე ელექტრონული მონიტორინგი დაწესდა

09 თებ 202110:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/09/ux1zhz04jz5impx.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1995 წელს დაბადებული გ.კ. ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ამხილეს. კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2004 წელს დაბადებულ დას გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

შსს-ს ცნობითვე, ბრალდებულის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამასთან, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობაც, დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური.

ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 


close დახურვა