logo
ENG



შსს: არასრულწლოვნებმა Glovo-ს თანამშრომელს მოპედი მოპარეს (ვიდეო)

10 ოქტ 202021:17
3 წუთის საკითხავი
 
vafz5ul8hhza9ps.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში Glovo-ს თანამშრომელს არასრულწლოვნებმა მოპედი მოპარეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა 5 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, ხოლო მოპარული მოპედი პოლიციამ დღეს, ისანი-სამგორის რაიონში იპოვა. 

"მოქალაქე შ.გ.-მ, რომელიც კომპანია Glovo-ს თანამშრომელია, მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ველობილიკზე რამდენიმე წუთით დატოვა თავისი მოპედი, თვითონ ჰიპერმარკეტ აგროჰაბში შევიდა შეკვეთის ასაღებად, უკან დაბრუნებულს კი მოპედი ადგილზე აღარ დახვდა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში

შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.


close დახურვა