შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული კაცი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გალის რაიონში სისტემატურად ძალადობდა ცოლზე, 1989 წელს დაბადებულ ა.კ.-ზე. სამართალდამცავებმა ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.