logo
ENG



შსს: აჭარაში 502 აბი სუბოქსინი, 849 მეტამფეტამინის შემცველი აბი და 12 ნატეხი MDMA ამოვიღეთ

20 მარ 202110:34
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/20/u30s7aux2cs2m9k.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელსაც დროებით საცხოვრებელში სუბოქსინის 502 აბი, მეტამფეტამინის შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება 849 აბი და 12 ნატეხი MDMA.

დაკავებული თურქეთის 1973 წელს დაბადებული მოქალაქეა - მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებს ედავება, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული  5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა