![2020/12/22/r6zebknwysmd70q.png](/uploads_script3/articles/2020/12/22/r6zebknwysmd70q.png)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 974 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, პირბადის წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 42 (11) მუხლის შესაბამისად 870 პირი დაჯარიმდა.