logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 877 პირი დაჯარიმდა

21 დეკ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/21/501zmf48d01saz6.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 950 ფაქტი გამოვლინდა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის (იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა) შესაბამისად 73 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის მოქალაქეები, რომლებმაც 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 877 ფიზიკური პირი.

შსს კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

"პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


close დახურვა