logo
ENG



შსს: ბოლო 24 საათში რეგულაციების დარღვევისთვის 764 პირი დაჯარიმდა

24 იან 202111:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/24/a8ll7rh7cbmlaun.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციის დარღვევისთვის 764 პირი დააჯარიმეს.

პოლიციამ 100 ფიზიკური პირი 21:00 საათიდან, დილის 5:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დააჯარიმა, 664 პირი კი პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

 "შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს",-ნათქვამია უწყების განცხადებაში.


close დახურვა