logo
ENG



შსს: ბორჯომში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია

26 აგვ 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/ghm68p00bbuq4ra.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი.

მეშვიდე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ასობით მეხანძრე-მაშველთან ერთად, აქტიურად, კოორდინირებულად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

ბორჯომის ხეობაში პრევენციის მიზნით ადგილზე კვლავ რჩებიან და აგრძელებენ სამუშაოებს, როგორც სახანძრო და სასაზღვრო ავიაცია, ასევე, მეხანძრე-მაშველები და სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლები.


close დახურვა