logo
ENG



შსს: გარდაბანში კაცმა გამყიდველს შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა

03 ივნ 202118:24
3 წუთის საკითხავი
 
შსს: გარდაბანში კაცმა გამყიდველს შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გარდაბანში ძალადობისა და ხულიგნობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბანში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტის მოლარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამეურნეო საგანი ესროლა. მ.ო.-მ ამავე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, რომელმაც მას სიმშვიდისკენ მოუწოდა და სიტუაციის განმუხტვა სცადა, ასევე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობისა და ხულიგნობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა