logo
ENG



შსს: დავაკავეთ 10 ნარკორეალიზატორი, ამოღებულია 7 კილოგრამამდე ჰეროინი

21 აპრ 202111:50
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ფონიჭალაში, წითელი ხიდის მაგისტრალზე და ლილოში 10 ნარკორეალიზატორი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულთა ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 7 კილოგრამამდე "ჰეროინი".

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ფული და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილით, ასევე, მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა