logo
ENG



შსს: დავაკავეთ 2 ადამიანი, მათ რუსეთის მოქალაქე არასრულწლოვანზე იძალადეს და დააყაჩაღეს

13 ნოე 202510:37
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/13/g5kb36hbjiqr5nt.jpeg

შსს-ს ცნობით,  ქობულეთში არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები: 1986 წელს დაბადებული გ.მ. და 1990 წელს დაბადებული გ.ხ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა, ქობულეთში, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს - 2010 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ძალის გამოყენებით, ყაჩაღურად გასტაცეს ხელჩანთა, ბრალდებულების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის მიუხედავად, ვ. ს.-მ ჩანთის დაბრუნება მოახერხა, რა დროსაც დაკავებულებმა კვლავ იძალადეს მასზე, ამასთან, გ.მ. - მ არასრულწლოვანს დანის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული არასრულწლოვანი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავ", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილითა და 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა