პოლიციამ 3 პირი დააკავა, რომლებიც 16 წლის მოზარდს სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.
სამივე ბრალდებული - დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.