logo
ENG



შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს და მტკვარში გადააგდეს

10 ოქტ 202121:25
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს და მტკვარში გადააგდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 4 პირი, რომლებმაც გორში უცხო ქვეყნის მოქალაქეს სცემეს და მტკვარში გადააგდეს. მათ 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

უწყების ცნობით, 7 ოქტომბერს ბრალდებულებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ბარში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მტკვირს მიმდებარე ტერიტორიაზე წავიდნენ, ის სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს. მისი ცხედარი მეორე დღეს გამოირიყა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმეზე დააკავეს კიდევ ერთი, მე-5 პირი, რომელმაც მომხდარის შესახებ იცოდა და პოლიციას არ შეატყობინა. მას 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.


close დახურვა