logo
ENG



შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც ქართული ოცნების წევრს მანქანა დააჯახეს და სცემეს

07 ოქტ 202010:11
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ 4 პირი, რომლებმაც ქართული ოცნების წევრს მანქანა დააჯახეს და სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 4 პირი, რომლებმაც, უწყების მტკიცებით, ქართული ოცნების წევრს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ზემო ფონიჭალა-მარნეულის გზატკეცილზე მანქანა მიზანმიმართულად დააჯახეს, შემდეგ კი სცემეს და ადგილიდან მიიმალნენ.

უწყების ცნობით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას სახის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული მოტეხილობა დაუდგინდა და გადაუდებელი, სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა