logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეორე შვილზე იძალადა

26 სექ 202011:40
3 წუთის საკითხავი
 
woz0pyer135js5g.jpg

პოლიციამ გურიაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეორე შვილზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა