შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია კაცი, რომელმაც მდინარეში დიდი რაოდენობით ბოთლი გადაყარა. უწყების ცნობით, ის 2001 წელს დაბადებული პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე მდინარე ქციაში დიდი ოდენობით პოლიეთილენის ბოთლი გადაყარა, რითიც აღნიშნული მდინარე დააბინძურა.
მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გავრცელდა.
წყლის დაბინძურების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 292-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.