logo
ENG



შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც სავალუტო ჯიხურიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

24 აპრ 202119:55
3 წუთის საკითხავი
 
შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც სავალუტო ჯიხურიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფულის მოპარვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით", - წერია შსს-ს განცხადებაში. 


close დახურვა