შსს-ის ცნობით, დააკავეს კაცი, რომელმაც ქობულეთში ინკასატორი გაძარცვა.
დანაშაული 22 ოქტომბერს მოხდა - კაცი ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის შედეგად ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.