logo
ENG



შსს: დავაკავეთ კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვნის დაჭრაში ბრალდებული

02 დეკ 202011:22
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/02/zeqnw2lpkhyl5le.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც გუშინ, 1 დეკემბერს თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე არასრულწლოვანი, სავარაუდო, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

დაკავებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 2004 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. არასრულწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა