logo
ENG



შსს: დავაკავეთ კოვიდ ინფიცირებული მძღოლი, რომელსაც ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა

04 დეკ 202019:54
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/2pdy8vpiahved04.png

პოლიციამ ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე - ტაქსის მძღოლი და მისი თანხმლები პირი დააჯარიმა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მოქალაქეების დაჯარიმება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

შსს-ს განცხადების თანახმად, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 2020 წლის 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

"ორივე მამაკაცი, იზოლაციის ნაცვლად, ქალაქის ქუჩებში ბ.ჭ.-ს სარგებლობაში არსებული ავტომანქანით - ტაქსით გადაადგილდებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, ინფიცირებულ ბ.ჭ.-ს აღნიშნული ტაქსით მგზავრები სისტემატურად გადაჰყავდა.

ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000-2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა