logo
ENG



შსს: დავაკავეთ მოქალაქე, რომელმაც აფთიაქი დააყაჩაღა და იქიდან 340 ლარი წაიღო

03 დეკ 202013:06
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/03/7gy4cdqx14mq38a.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც აფთიაქი დააყაჩაღა და იქიდან 340 ლარი წაიღო. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ლ. ცხელ კვალზე დააკავეს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა