logo
ENG



შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც არასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნით ფულის შეგროვებას აიძულებდა

23 აპრ 202110:30
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1975 წელს დაბადებული დ.კ. არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა ცოლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით - იგი მათ მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა